0 9 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თელავში ძმები დაჭრეს - დაკავებულია ბრალდებული

ჩამოტვირთვა

სამართალდამცველებმა თელავში ძმების დაჭრის, ოჯახში ძალადობისა და ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახში ძალადობის, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნაცნობ ქალს -1989 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათი კონფლიქტით გამოწვეული ხმაურის გამო, გ.გ.-ს შელაპარაკება მოუხდა მეზობლად მცხოვრებ ძმებთან - 1999 წელს დაბადებულ თ.რ.-სთან და 2004 წელს დაბადებულ ნ.რ.-სთან, რომლებსაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები