0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ჩემთვის გულდასწყვეტი და გასაკვირი იყო.." - მაკა ზამბახიძე "X ფაქტორიდან" თავისი შვილის გავარდნას ეხმაურება

„X ფაქტორში“ 4 სკამის ტურში ნანიკო ხაზარაძემ მაკა ზამბახიძის შვილი, სალომე ჩიტაზე  ჯერ სკამზე დასვა და შემდეგ სხვა კონკურსანტით ჩაანაცვლა. ფაქტს მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ყველას,ვინც მომწერეთ, გაიზიარეთ და უგულშემატკივრეთ Salome Chitadze - ს უღრმესი მადლობა. მადლობა მენტორებს და განსაკუთრებით - დათო ევგენიძეს, რომელმაც ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება მისცა, რომ სალომემ იმღერა ურთულესი კომპოზიცია და კაცის ნამღერი უნიკალური სიმღერა აქცია ქალის ნამღერ ფანტასტიურ ვერსიად! რომელიც ჩემდა გასაკვირად ტელევიზიით ვერ მოვისმინე მაშინ,როდესაც ყველა ბავშვზე თითოეული მენტორის შეფასება სრულად იყო გაჟღერებული. 

ჩანაცვლებებს რაც შეეხება, ბევრი მეკითხება როგორც მუსიკოსს, ამიტომ ჩემს აზრს დავაფიქსირებ, რომ შეფასება უნდა ხდებოდეს სიმღერის სირთულის და შესრულების ხარისხის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გულდასწყვეტი და გასაკვირი იყო მარიტა ცეცხლაძისა და სალომე ჩიტაძის პროექტიდან გამოთიშვა.    P.S. სასურველია ასეთ პროექტებში ჟიური დაკომპმლექტებული იყოს ისე, რომ გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდები არ შეეწირონ მათ გადაწყვეტილებებს! აქვე, წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, განსაკუთრებით კი "კატეგორია 17 წლამდე" მონაწილეებს."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები