1 1 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეს, ერთი ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება. ახალი წლის ღამის მსგავსად, შობის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.

ამასთან, როგორც საკოორდინაციო საბჭოში განმარტავენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია, ახალი წლისა და შობის ღამეები კი გამონაკლისს წარმოადგენს.

ამ გამონაკლისის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, დღესასწაული ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები