1 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პანდემიის განავლობაში მუნიციპალიტეტებმა 2,2 მილიონი ლარის ატრაქციონები იყიდეს

პანდემიის განავლობაში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების 12-მა მუნიციპალიტეტმა ჯამში 2,2 მილიონი ლარის ატრაქციონები შეიძინა. ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. 

მათი მონაცემებით, ყველაზე მეტი ატრაქციონებში – 800 000 ლარი გორის მერიამ დახარჯა. შემდეგ მოდის თბილისის მერია – 647 ათასი ლარის დანახარჯით, შემდეგ ბათუმის მერია, რომელმაც 646 ათასი ლარის ატრაქციონები იყიდა, ამის შემდეგ კი ფოთის მერიაა – 299 ათასი ლარის დანახარჯით.

გარდა ამისა, როგორც “ფლანგვის დეტექტორის” მონაცემებით ირკვევა, თბილისის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა კომპანია გრინსერვის+-თან, რომლის მესაკუთრეები – ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი და მისი ყოფილი მოადგილე, ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის იყვნენ დაკავებულები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები