1 4 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღე ასოცირდება კოსმიური ენერგიის ათვისებასთან, სიყვარულთან და პატიებასთან. გადაჭარბებული თავდაჯერებულობა და დომინირების სურვილი ახლობელმა შეიძლება ცუდად გაიგოს, რაც ურთიერთობაში გაუგებრობას გამოიწვევს. პირადი ცხოვრება სავსეა შფოთვით და ორმხრივი უკმაყოფილებით. ეცადეთ, ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. სასურველია, რომ ამ დღეს ყველას აპატიოთ, ყველა თხოვნა შეასრულოთ და მოწყალება გამოიჩინოთ.

კურო

ფინანსური შემოსავალი გელით. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეა ხელოვნებასთან დაკავშირებული ადამიანებისთვის. ეცადეთ, წინდახედულება გამოიჩინოთ და ყველა ჩანაფიქრი რეალურ შედეგს მოგიტანთ. ამ დღეს დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება.

ტყუპები

ამ დღეს უამრავი პრობლემა გელით. გირჩევთ, ყველა წინადადებას სიფრთხილით მოეკიდოთ – ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. შეეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ საყვარელ ადამიანს.

კირჩხიბი

ენერგიით სავსე ხართ და უამრავ საქმეს შეასრულებთ. განსაკუთრებით ისეთებს, რომლლებიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ეს დღე შეიძლება სავსე იყოს როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო სიურპრიზით. ნურაფრის შეგეშინდებათ, უკვე ყველა პრობლემის გადალახვა შეგიძლია.

ლომი

ხელსაყრელი დრეა სამსახურებრივი ურთიერთობებისთვის. მოსალოდნელია პოზიტიური კარიერული ცვლილებები, თუმცა გირჩევთ, თქვენი გეგმები და ჩანაფიქრი საიდუმლოდ შეინახოთ, რათა ინტრიგებმა ან შურმა საქმის წინსვლაში ხელი არ შეგიშალოთ.

ქალწული

ზედმეტი ამბიციების გამო, დღის პირველმა ნახევარმა შეიძლება, პრობლემები მოგიტანოთ. თქვენი პრინციპულობა შეიძლება ოჯახში და სამსახურში უთანხმოების საფუძველი გახდეს. გირჩევთ საქმიანი შეხვედრა დღის მეორე ნახევარში დაგეგმოთ, რადგან დილას სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ ყველა საქმე, რომელსაც ახლა ვერ უმკლავდებით, უკეთესი დროისთვის გადადოთ. ეცადეთ, საკუთარი პრობლემებიდან ყურადღება მეგობრების, ნათესავების და ბავშვების პრობლემებზე გადაიტანოთ.

მორიელი

ამ დღეს ერთ-ერთ ნათესავთან ურთიერთობაში გაჩენილი პრობლემების გამო უიმედობას და გარკვეულ აგრესიას გრძნობთ. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, რადგან თავის ტკივილი და ცუდი შეგრძნება შგაწუხებთ.

მშვილდოსანი

არახელსაყრელი დღეა. ნუ დანიშნავთ საქმიან შეხვედრას ან სასიყვარულო პაემანს – ურთიერთგაგების არარსებობის გამო შეთანხმება უკიდურესად გაგიჭირდებათ. მოსალოდნელია მწვავე კამათი პრინციპული საკითხების შესახებ ან უსამართლო ბრალდება. გირჩევთ, ყველა საქმე დღის მეორე ნახევარში გადაიტანოთ, როდესაც უარყოფითი ტენდენციები თანდათან შემცირდება.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად ან ახალი ურთიერთობების დასამყარებლად. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია. პარტნიორებთან ურთიერთობაში არასტანდარტული მიდგომა წარმატების გასაღები იქნება.

მერწყული

წინ სერიოზული პრობლემები გაქვთ. გირჩევთ, ეს დღე სულიერ განვითარებას დაუთმოთ. უმაღლესი იდეალებისკენ სწრაფვამ შეიძლება შინაგანი თავისუფლების განცდა მოგანიჭოთ. სასიამოვნო მიწვევა გელით, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ, რადგან ის თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვანს გახდის და უამრავ მეგობარს შეგძენთ.

თევზი

ეს დღე ჭეშმარიტების წვდომას განასახიერებს. სასურველია ტაძარში წასვლა და სხვა ადამიანების პრობლემების გაზიარება. შესაძლოა, რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ და გარშემო მყოფთა უზნეობამ ტკივილი მოგაყენოთ, მაგრამ ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ნეგატიური ცხოვრებისეული გარემოებებისგან თავი დაიცვათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები