1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ამ პროდუქტებით კვებავს ჩვენი მერი თავის შვილებს?”- ბაღის დასარიგებელი პროდუქტებიდან ზეთი მას შემდეგ გაქრა, რაც ბაზარზე მისმა ფასმა მოიმატა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ  ის პროდუქტები, რომელიც ბავშვებს სტანდარტულად სააღმზრდელო პროცესში უნდა მიეღოთ, ისევ ბავშვებისთვის დარიგება გადაწყვიტა და პროდუქტების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო. 

თუმცა, როგორც გაირკვა, ბავშვებისთვის განკუთვნილი რძე - რძისამემ შეცვალა, ხოლო ერთი ბოთლი ზეთი, რომელიც აქამდე ურიგდებოდათ, კალათიდან საერთოდ ამოღებულია..

საეჭვოდ ემთხვევა ზეთის დასარიგებელი პროდუქტების სიიდან ამოღებას მისი ფასის მატება, რადგან  როგორც ცნობილია, სექტემბრიდან ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტზე ფასმა,  თითქმის 12%ით მოიმატა. 

Itv.ge-ს უკვე რამდენიმე კვირაა უკმაყოფილო მშობლები უკავშირდებიან, ხან კი სოციალურ ქსელში ფოტოებს უგზავნიან იმის დასტურად, თუ რა საკვებით კვებავს ბაგა- ბაღების სააგენტო აღსაზრდელებს. 

“ბავშვს ვცდილობ ყოველთვის საუკეთესო თუ არა, კარგი ხარისხის პროდუქტი მაინც ვაჭამო, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ ვცხოვრობთ დალხენილი და არც ბევრი ფული მაქვს, მე ვიკლებ და ბავშვს მაინც კარგს ვყიდულობ.

ის,  რაც დაარიგეს, იყო ყველაზე დაბალი ხარისხის პროდუქტი, ბოლოს ზეთიც აღარ მოგვცეს..

ასაწონი უვარგისი გერკულესი, მაკარონი, ბარდა რაც არასდროს მიჭმევია ბავშვისთვის, გულწრფელად მაინტერესებს, აი ამ პროდუქტებით კვებავს ჩვენი მერი თავის შვილებს? მაშინ ჩვენსას რას ერჩის? მესმის, რომ გვეხმარებიან და ძალიან კარგია, მაგრამ ხომ შეიძლება ამასაც სხვანაირად გაეწიოს ორგანიზება და მხოლოდ პიარისთვის არ გაკეთდეს?!”- ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მშობელი.

Itv.ge-მ აღნიშნული ფაქტის გარკვევა ბაღების მართვის სააგენტოში გადაწყვიტა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გულბათაშვილის თქმით, ბაღებში სხვადასხვა ეტაპზე იცვლება იმ პაკეტის შემადგენლობა, რომელსაც სოციალური პროექტის ფარგლებში არიგებენ და ამის მიზეზი არის ბაზარზე არსებული ვითარება. 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დევს  ზეთი  პაკეტში, მათი კომენტარი ასეთია: 

“წინა ეტაპზეც არ ყოფილა ზეთი, რადგან მომწოდებელი კომპანიები ვერ ახერხებენ ერთდროულად იმ მოცულობით გარკვეული პროდუქტის შემოტანას, რა მოცულობაზეც არის მოთხოვნა”

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით კი, პროდუქტები დროდადრო იცვლება, თუმცა რა მოხდა კონკრეტულ შემთხვევაში, ამაზე მხოლოდ ოფიციალურ წერილით მიმართვისას ექნება პასუხი

Itv.ge: რატომ ამოიღეთ პროდუქტების სიიდან ზეთი ?

კახაბერ გვანცელაძე: ბაღებში სოციალური პროექტის ფარგლებში დარიგებული პროდუქტების ჩამონათვალი დრო და დრო იცვლება, ეს შემთხვევაა ახლაც. პროდუქტი ბაღებში შეაქვს ორ კომპანიას და მომარაგება ხდება წინასწარ შეთანხმების საფუძველზე.

Itv.ge: რის მიხედვით ათანხმებთ პროდუქტების სახობებს?

კახაბერ გვანცელაძე: დანარჩენზე გთხოვთ მოგვართოთ ოფიციალური წერილით.

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა გაგვერკვია, თუ “ვინ შეჭამა (თუ დალია) ზეთი”, კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი სამწუხაროდ, ვერავისგან მივიღეთ..

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...