0 8 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარლამენტმა 117 ხმით 2-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 117-ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. 114 მომხრე, 3-წინააღმდეგი - ასეთი შედეგით მიიღეს აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები. 

კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, ქვეყანა კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე გადადის. 

საკონსტიტუციო ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო ცვლილება შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა ამ არჩევნებისთვის, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს. 

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული. პრეზიდენტი სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისაგან. 

ამასთან, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება და ამომრჩეველი მომდევნო არჩევნებში პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევს. 

კონსტიტუციაში დაგეგმილი კიდევ ერთი სიახლეა, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლი გადაიხედა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები