2 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს" - "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს

   საპარლამენტო ფრაქცია ფრაქცია "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს.

   „გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს“,-ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში. 

   საუბარია პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე. მარგველაშვილმა  განაცხადა, რომ საქართველოში დღემდე, პარტიისთვის, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს,  ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და დასაცინი.  

”კიროვის პარკის” შესასვლელთან იყო დიდი პლაკატი, ბრეჟნევი გვიქნევდა ხელს და ეწერა: ”პარტიისა და ხალხის ურღვევი ერთობა იყო და არის საწინდარი ჩვენი საზოგადოების უძლეველობისა”. ეს იყო შეჯამება იმ აზროვნების, რომ მთელი სინდისი, ჭკუა, გამოცდილება, ხედვა და პატრიოტიზმი თავმოყრილია ერთ გუნდში; დანარჩენი ყველა ან უნდა იყოს ამ გუნდის მსახური ან თუ არ ემსახურება, ბოლომდე არ მისდევს და ტაშს არ უკრავს, არის ქვეყნის დამაქცეველი, მტერი და რეტროგრადი. ეს არის აზროვნების ფორმა, რომელიც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გადავძლიეთ და მუდმივად, პარტიისთვის, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას, ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და დასაცინი ”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები