0 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს მობაილ ბანკში გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

თიბისის მისიაა გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება, ამ მიზნით მუდმივად მიმდინარეობს სიახლეების დანერგვა ციფრულ არხებში. 

ამჯერად სიახლეა  ბიზნეს მობაილ ბანკში, სადაც გადარიცხვების განხორციელება ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ფუნქციონალია. როგორ გადავრიცხოთ რამდენიმე მიმღებთან შაბლონების გამოყენებით?

აქამდე რამდენიმე შაბლონზე გადარიცხვის შესასრულებლად, იმდენჯერ უნდა გაგვევლო გადარიცხვის ყველა საფეხური, რამდენ მიმღებთანაც გვსურდა თანხის გადარიცხვა. ახალ გადაწყვეტაში, ნებისმიერი რაოდენობის შაბლონების გაერთიანებით ტრანზაქცია 1 დიჯიპასით ავტორიზდება.

შევდივართ გადარიცხვების გვერდზე და ვირჩევთ გადარიცხვას რამდენიმე მიმღებთან. შემდეგ გვერდზე ვირჩევთ ანგარიშს, რომლიდანაც გვინდა რომ ტრანზაქცია განხორციელდეს. სურვილის შემთხვებაში შეგვიძლია ავირჩიოთ საერთო თარიღი და დანიშნულება.

ვაჭერთ ღილაკს - გაგრძელება და მოვნიშნავთ შაბლონების სიას, მივუთითებთ თანხას თითოეული შაბლონისთვის და ერთი დიჯიპასით ვადასტურებთ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები