1 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ახალი კადრების დასაქმებას აქტიურად აგრძელებს

გაბედე, ისწავლე, შექმენი, შეცვალე, შთააგონე

 

თიბისიში ახალი, მოტივირებული კადრების დასაქმების პროცესი აქტიურად გრძელდება. შენ გაქვს შესაძლებლობა, შემოუერთდე გუნდს, რომელიც განვითარებისკენ სწრაფვითა და განსაკუთრებული კორპორაციული კულტურით გამოირჩევა.

რეკრუტმენტი აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა გუნდებში - მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის, ლოჯისტიკის, პროდუქტების, ეჯაილის, მარკეტინგის, რისკების, საოპერაციო და სხვა მსგავსი მიმართულებებით - განსაკუთრებით კი ფრონტის, ფილიალების პოზიციებზე - სადაც განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები და განახლებულ ოფისში საუკეთესო სამუშაო გარემო დაგხვდება.

თიბისი მეგობრული სამუშაო გარემოთი, მიზანმიმართულ და მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობითა და, რაც მთავარია,  გუნდური მუშაობის კულტურით გამოირჩევა. თვითგანვითარება, ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება თიბისელების გუნდის კულტურის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, თიბისიში თვითგანვითარებისთვის არაერთი შიდა შესაძლებლობა დაგხვდება - მათ შორის, პლატფორმა თიბისი აკადემია, რომელიც აერთიანებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, რისკების, ეჯაილისა და სხვა მიმართულებების სასწავლო კურსებს.

თიბისელები სასწავლო კურსების გარდა სხვა არაერთი შესაძლებლობით სარგელობენ: ჯანმრთელობის დაზღვევით, სოციალური მხარდაჭერით, მენტალური ჯანმრთელობის პროგრამით, სპეციალური ფასდაკლებებით, სპორტული აქტივობებითა და გასართობი შეხვედრებით, სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობით და ა.შ. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა თიბისის კულტურის მთავარი ნაწილია, 2009 წლიდან არსებობს ფონდი თიბისელები, რომელიც გამოუვალ სიტუაციებში თანამშრომლებს მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება.

„თიბისი რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა განვითარებისკენ სწრაფვითა და განსაკუთრებული კორპორაციული კულტურით. თიბისი მრავალფეროვან ეკოსისტემას ქმნის, რაც ამ გუნდში დასაქმებულ ადამიანს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების დიდ შესაძლებლობას აძლევს. იქიდან გამომდინარე, რომ თანამშრომლები დღის უმეტეს ნაწილს სწორედ აქ ატარებენ, მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ამას მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნით ვაღწევთ.“ - გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი.

თუ გინდა, რომ განსაკუთრებული კულტურით გამორჩეული გუნდის ნაწილი გახდე, ჩაერთო საერთაშორისო განვითარების ტრანსფორმაციის პროცესში და სხვა თიბისელებთან ერთად ადამიანების ცხოვრების გამარტივების მისია გაიზიარო, შემოგვიერთდი და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე. გაეცანი მიმდინარე ვაკანსიებს აქ, გახდი თიბისელი!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები