1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მოვიდნენ ხანჯლებით, დასახოცად" - ადგილობრივები წავკისში მომხდარი ორმაგი მკვლელობის მიზეზებზე საუბრობენ

ჩამოტვირთვა

სისხლიანი გარჩევა წავკისში - დაპირისპირება, რომელიც ორი მამაკაცის მკვლელობითა და ორის დაჭრით დასრულდა ავტომობილის სარკის გამო დაიწყო.

გარდაცვლილების ცხედრები მათ საცხოვრებელ სახლებში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ 26 წლის ლექსო ფეიქრიშვილი ოჯახთან ერთად თბილისში მიდიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და სარკე დაუზიანა.

როგორც ოჯახის ახლობელი ჰყვება დაპირისპირება სწორედ ამ სარკის გამო დაიწყო. მისივე ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირის მამა ქურდული სამყაროს წევრია.

„ცოლ-შვილით მიდიოდა თბილისში, მე მგონი ამ ბიჭებმა სარკე მოსტეხეს. ამათ უთქვამთ, სარკე უნდა გავიკეთოო. იმაზე მოვიდნენ, რომ მოლაპარაკებოდა და გაეკეთებინათ. მოვიდნენ ხანჯლებით, ანუ კი არ უნდა გაეკეთებინათ, დასახოცად მოვიდნენ. ერთ-ერთის მამა ქურდულის ამყაროს წევრია,“-ამბობს ფეიქრიშვილების ახლობელი.

ორი დაჭრილი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. როგორც ექიმი ამბობს, განსაკუთრებით მძიმეა სოსო დორეულის მდგომარეობა, ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„არის ჭრილობა გულმკერდის არეში უკვე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, აქვს დადებითი დინამიკა,თუმცა რჩება მძიმე და საყურადღებოა,“-ამბობს დორეულის მკურნალი ექიმი.

მკვლელობა გუშინ მოხდა. შს სამინისტრომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც ქვეყნის დატოვებას მამასთან ერთად აპირებდა. ამ ინფორმაციას შს სამინისტროს ამ ეტაპისთვის არ ადასტურებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები