0 1 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,დღეს ნუცას სამძიმარზე ასულს, დამხვდა შავებში ჩაცმული განადგურებული დედა, რომელიც ვერ ელევა მისთვის უმნიშვნელოვანესს ადამიანს.."

მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების გამო მთელი საქართველო უსამძიმრებს. ჟურნალისტთან სამძიმარზე მისული ადამიანები, სოციალურ ქსელშიც  საუბრობენ.

 

"ასეა ზუსტად... ხელი რომ მომკიდა, დავმუნჯდი მეც, თითქოს აქეთ გამამხნევა, უსუსურობის გამო.

მაია ასათიანი რამდენჯერმე მყავს ნანახი, ის ძლიერი, აქტიური, საინტერესო, კეთილი, უშუალო იყო ჩემთვის... დღეს კი ნუცას სამძიმარზე ასულს, დამხვდა შავებში ჩაცმული განადგურებული დედა, რომელიც ვერ ელევა მისთვის უმნიშვნელოვანესს ადამიანს... დღეს, მაიას ფერად და მრავალფეროვან სახეზე, მხოლოდ დრამატულობა, უიმედობა, მარტოობა დამხვდა...
როდესაც ხელები მომკიდა და მადლობა გადამიხადა, საერთოდ დავმუნჯდი, ვერაფერი ვუთხარი და ვუსურვე,. ვერც კი გავამხნევე  ( ...
ისეთი თბილი ხელები ჰქონდა, როგორიც იყო ნუცა ...
ცხოვრება უცნაური და უსამართლოა ხშირად... მაგრამ, იმედია, ნუცას სიყვარული ისევ დაგვიბრუნებს ძველ, აქტიურ და აქტუალურ მაიას... 
დრო ბევრ რამეს ჰკურნავს, მაგრამ მას არ შეუძლია თუნდაც შვილის გარდაცვალებით მიღებული ტკივილის კომპენსირება...”- წერს ბექა ბოკუჩავა.

 

 "ცოტა ხნის წინ ვნახე მაია...

იმხელა ხმაზე მინდა ხავილი, რომ ყველაფერ ცოცხალს ესმოდეს ყველგან, სადაც არსებობს, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ...
გაქვავებული ვარ და განადგურებული. რა უსუსურები, უძლურები და რა პატარები ვხდებით ადამიანები, როდესაც ვხვდებით, რომ ვერაფრით ვშველით სასტიკ უსამართლობასთან პირისპირ მარტოდ დარჩენილ, გაუბედურებულ ადამიანს... კიდევ ერთ ჩვენგანს...“- მაია დარასელია

 

"მეც ვნახე და ის სახე სიკვდილამდე არ დამავიწყდება”- წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები