0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა

სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
საქმე ეხება “ცენტრ პოინტზე” მიმდინარე პირველ საქმეს, რომელზეც ბრალდებულები არიან მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი, და კომპანია “დექსუსის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ივანე ცაგურია. აღნიშნულ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს გირაოს სახით 250 000 ლარის ჰქონდა შეფარდებული. პროკურატურამ კი დააყენა შუამდგომლობა, რომ ის ქონება, რომლითაც გირაო იყო უზრუნველყოფილი,მიემართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან ბრალდებული შეფარდებული გირაოს პირობებშიც კი აგრძელებდა მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებას, რის გამოც მაია რჩეულიშვილს ახალი ბრალი წაუყენეს. 

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას აბსურდულს უწოდებდა და მოითხოვდა, რომ სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა, თუმცა მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და მაია რჩეულიშვილს ის ქონება ჩამოერთვა, რომლითაც 250 000-ლარიანი გირაო იყო უზრუნველყოფილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები