0 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

19 წლის შოთა ცირდაიას ოჯახის წევრები ახალგაზრდის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

აქცია ზუგდიდში-გარდაცვლილი 19 წლის შოთა ცირდაიას ოჯახის წევრები ახალგაზრდის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ. ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, პაციენტი პირველად კლინიკაში 17 ნოემბერს მიიყვანეს პნევმონიის დიაგნოზით, თუმცა ავადმყოფობა არ შეფასდა სათანადოდ და ის სახლში გაწერეს.

რამდენიმე დღეში მდგომარეობის გართულების გამო ახალგაზრდა ისევ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოჯახის მტკიცებით ექიმებმა ავადმყოფობის ისტორიაც გააყალბეს. მათი განცხადებით ვიდრე არ იქნება საბოლოო დასკვნა გარდაცვლილს არ დაკრძალავენ.

ბრალდებებს პასუხობენ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს ადეკვატური მკურნალობა ჩაუტარდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები