0 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ჩცდ"-მა მეგრელების გაღიზიანება გამოიწვია -ქეთი დევდარიანის პირველი კომენტარი

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მეგრულ ტრადიციებზე ხაზგასმამ მეგრელების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. 

ერთერთმა სცენარისტს სოციალურ ქსელშიც მიმართა და აღნიშნა, რომ მეგრელების გასაზიზღრების გამო მას შემოქმედებით ჯგუფისთვის ჩივილი უნდა.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად გაიყო, ნაწილი მიიჩნევს, რომ სიუჟეტები, რომლებიც  სერიალში მეგრელებს ეხებათ იუმორისტულია და მაყურებელს ღიმილს ჰგვრის დანარჩენი ნაწილი კი გაბრაზებულია.


ამის შესახებ სცენარისტს გუშინ, სერიალის კიდევ ერთმა მაყურებელმა მიმართა, რაზეც სცენარიტსმა უპასუხა, რომ მეგრელებს, რომლებსაც ის იცნობს იუმორის კარგი გრძნობა აქვთ.


ამავე პოსტის კომენტარებში, სერიალის ის სიუჟეტები ახსენეს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხებს ეხებათ.


"იმერეთში, ხაშურში, სკვითებში და ჩაცუცქულებში როგორაა ნეტა,საქმე?" - წერენ დევდარიანს.


 რაზეც სცენარისტის საპასუხო რეპლიკა იყო, რომ ის არც თბილისს არ აკლებს.

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები