0 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ძლიერი წვიმა თბილისში - დატბორილია ქუჩები

თბილისში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებულია დედაქალაქის ცენტრში.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გმირთა მოედნიდან ბარათაშვილის ხიდამდე მანქანებს გადაადგილება უჭით. იყო მსუბუქი ავარიის შემთხვევაც.     

როგორც რუსთავი2-ს სამაშველო სამსახურში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად იყო ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ვორონცოვის მოედანთან, იუსტიციის სახლთან და ელიას მთაზე.

მათი ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან გადაადგილების პრობლემა შეიქმნა, ძველი თბილისის ტერიტორიაზე კი წყალი სარდაფებში ჩავიდა.

სამაშველო სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის პრობლემები მოგვარებულია. 

ვიდეოკადრები-http://rustavi2.com/ka/news/53353

კომენტარები

მსგავსი სიახლეები