1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთში ავიაკატასტროფას 62 ადამიანი ემსხვერპლა

დონის როსტოვში "ბოინგმა" დაშვებისას კატასტროფა განიცადა, რასაც 62 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 55 მგზავრია, დანარჩენი ეკიპაჟის წევრი იყო, მათ შორის, 4 ბავშვია. 
თვითმფრინავი დუბაიდან როსტოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს. დაღუპულები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა, თუმცა არიან უკრაინის, უზბეკეთისა და ინდოეთის მოქალაქეებიც. 
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ამ დროისთვის ჩამოვარდნის მიზეზი დაადგენილი არ არის, მაგრამ BBC-ის ინფორმაციით, ძლიერი ქარი და ცუდი ხილვადობა ერთ-ერთ ფაქტორად განიხილება.  

კატასტროფისას ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, კატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა. დაღუპულთა შორის 4 ბავშვი და 11 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები