1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მაკა ასათიანი და კოტე გოგელია განცხადებას ავრცელებენ

მაკა ასათიანი და კოტე გოგელია აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ, უკანონო ქმედებებით ბრძოლა გამოუცხადა. განცხადებაში მაკა ასათიანი და კოტე გოგელია ხელისუფლებას აფრთხილებენ და აღნიშნავენ, რომ მედიასთან ბრძოლა საბოლოოდ არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია. 

"ხელისუფლებამ თავისი უკანონო ქმედებებით გამოგვიცხადა ბრძოლა და ჩვენ იძულებული ვართ, შევიდეთ ამ ბრძოლაში, მივიღოთ ეს გამოწვევა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი და ამ ბრძოლაში მყოფი თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები.
ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მედიასთან ბრძოლა საბოლოოდ არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია. პირიქით, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ასეთი ბრძოლა ყოველთვის სრულდება ხელისუფლების კრახით და კონკრეტული პოლიტიკური შედეგებით. ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმაზე, რომ ხელისუფლება რომელიც მედიის ხელშეუხებლობის და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, თვითონვე გადაიქცა ამ ფასეულობების მთავარ ხელმყოფად.
"მაესტრო" დარჩება დამოუკიდებელი და არასოდეს არც ერთი პოლიტიკური ან კერძო სუბიექტის ინტერესების გამტარებლად არ გადაიქცევა.
"მაესტროს" კარი ყოველთვის ღია იქნება თავისუფალი ადამიანებისთვის", - ნათქვამია მაკა ასათიანისა და კოტე გოგელიას განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები