0 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ, ტიპი ფიქრობდა, თუ გადარჩებოდა კესარია და ვინმე შველას მოასწრებდა, სამუდამო იარებით ყოფილიყო - ნანუკა ჟორჟოლიანი

მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მკვლელობის შესახებ კიდევ ერთხელ წერს: 20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ, ტიპი ფიქრობდა, თუ გადარჩებოდა კესარია და ვინმე შველას მოასწრებდა, სამუდამო იარებით ყოფილიყო. კესარია დარჩა სამუდამოდ ლამაზად. გოგოდ, რომელიც ყველას უყვარდა, ყველას აცრემლება მოახერხა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, კესო ყველას გულებამდე მივიდა. იმიტომ რომ იყო ადამიანი, რომელსაც წესიც კი არ აუგეს! საპატრიარქომ უარი თქვა. კესო არის პირველი. პირველი ტრანსგენდერი ქალი ამ ქვეყანაში და ასე დარჩება სამუდამოდ. ხო გქონდა ფრთები, ჰოდა იფრინე კესარია. იქ სადაც დემონები ვეღარ დაგჯიჯგნიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები