0 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

25 ნოემბრამდე დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურ ფორმატზე გადადის გამოქვეყნდა: 3 წუთის წინ

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში სწავლა 25 ნოემბრამდე დისტანციურ ფორმატზე გადადის. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, თქვა. 

"იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში ჩვენ გვიწევს მეორე ტურის ჩატარება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო უბანი, ამასთან, მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ მივიღეთ დღეს გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩნუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანაში. ასევე შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურად უფროს კლასებსა და უმაღლეს სასწავლებლებსი", - ამბობს ცქიტიშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები