1 3 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცესკო-ს დღევანდელი სხდომის მიმდინარეობისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოაცხადა.

მეორე ტური 1 თვითმმართველ ქალაქში - ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში - მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში გაიმართება. აღნიშნულ ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. 

ქუთაისის მერობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობენ. 

მარტვილში - მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია.

ბორჯომის მერობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძემ იბრძოლებენ. 
ოზურგეთში მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს შორის გაიმართება. 

ხაშურში მეორე ტურში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე.
ყაზბეგის მერობისთვის კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი სანდრო ყამარაული იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილი. 

„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, კანდიდატს უფლება აქვს, თავისი კანდიდატურა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა მოხსნას, მაგრამ წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები