1 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გიორგი კაპანაძე - ამ წინასწარჩაწერილი ვიდეოსა და მოშეს ნარატივის მთელი არსი ასეთია: წავიდეს მელია ციხეში, დაიშალოს ნაციონალური მოძრაობა და გავწირავთ გახარიას

ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი, გიორგი კაპანაძე:

ვასიკოს აღსარების 10 უცნაურობა - ფიცი გვწამს, მოშე გვაკვირვებს...

1. წინასწარჩაწერილი ვიდეო თითქოს 20 ივნისის სისხლიან მოვლენებს ეძღვნებოდა, როცა გახარიას ბრძანებით ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, დამიზნებით ესროლეს და დაასახიჩრეს.  

თუმცა, ვასიკომ დროის დიდი ნაწილი რატომღაც წინა ხელისუფლების შეცდომებზე ყურადღების გამახვილებას დაუთხო. ახსენა გირგვლიანი და გამოტოვა მაჩალიკაშვილი...

2. გახარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს" - ეს ალბათ ყველაზე ცინიკური და ისეთი გამოსავალია მას შემდეგ, რაც სისხლიანმა ჯალათმა ანტისაოკუპაციო მიტინგი სასტიკად დაარბია. ასეთ ფინალზე თვით ჩვენი დროის როდიონოვიც კი ვერ იოცნებებს. თუნდაც მან, როგორც წამყვანმა თქვა, "ნამდვილი ბოდიში" მოიხადოს.

3. "მელია ციხეში" - და რატომ? რა მტკიცებულებების საფუძველზე? მოწოდება პარლამენტში მშვიდობიანად შესვლაზე დანაშაული ვერ იქნება და არც არის. სამაგიეროდ, ეს ლოზუნგი არის ივანიშვილის ოცნება, რადგან ზუსტად ჯდება საძულველი ოპოზიციის განადგურების სქემაში. 

4. "ნაციონალური მოძრაობა უნდა დაიშალოს" - ამაზე ზუსტად ვერავინ გააჟღერებდა იმას, რასაც უკვე 7 წელია ამაოდ ცდილობს ქართული სახელმწიფოს ყველა უბედურების წყარო - ბიძინა ივანიშვილი. 

5. ტოლობის ნიშანი ავლაბრის რეზიდენციასა და დენდრო პარკს შორის. პირველი ეკუთვნის სახელმწიფოს, მეორე - ივანიშვილს. პირველი არის სახელმწიფოებრიობის სიმბოლო, მეორე - ივანიშვილის აკვიატების. თუმვა, ვასიკო მაინც დღაბნის განსხვავებებს სახელმწიფოებრიობასა და კერძო ბოსტანს შორის... 

6. არც ერთი სიტყვა ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე. თითქოს არც არსებობს, თითქოს არაფერ შუაშია. იქნებ არც იცოდა? ალბათ ეძინა. აბა რომ სცოდნოდა ხომ არ დაუშვებდა ახალგაზრდების პროტესტის სისხლში ჩახშობას... აუცილებლად მოიმოქმედებდა რამეს ბატონი ბიძინა. 

7. როგორ აჯერებდნენ ხალხს ბოლშევიკები გაუგონარ ტყუილს? ჩამოწერდნენ უტიფარ ტყუილებს და სიაში ერთ-ორ ნამდვილ, საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს შეიტანდნენ (მიხეილ ჯავახიშვილი მტერია და დედამიწა მრგვალი)... ასეთი იყო ვასიკოს აღსარებაც... მეტი ობიექტურობისათვის ივანიშვილის რეჟიმის მოზომილი კრიტიკა და წინა ხელისუფლების მიმართ ზიზღისა და სიძულვილის ფრქვევა ზიზღისა და სიძულვილის დაგმობის პარალელურად.

8. ოდიშვილი წინასწარჩაწერილ ვიდეოში საკუთარ თავზე დიდხანს საუბრობდა მესამე პირში. ზოგადად, საკუთარ თავზე მესამე პირში დიდხანს საუბარს თავისი ფსიქოლოგიური წიაღსვლები აქვს, თუმცა, ქართულ პოლიტიკაში ასეთი ხაზი ყველაზე მეტად "პაკლონნაია გორას" საპატიო სტუმარს - ნინო ბურჯანაძეს უყვარს. 

9. ამ წინასწარჩაწერილი ვიდეოსა და მოშეს ნარატივის მთელი არსი ასეთია: წავიდეს მელია ციხეში, დაიშალოს ნაციონალური მოძრაობა (მთავარი ოპოზიციური პარტია) და გავწირავთ გახარიას. თითქმის იგივე აქცენტია, რაც იყო 2002 წელს, როცა რკინის კაცის გადადგომას ითხოვდნენ, ის კი ამბობდა გადავდგები თუ ზურაბ ჟვანიაც გადადგებაო. საბოლოოდ, ჟვანია გადადგა, კახა თარგამაძე კი ჯართში ჩააბარეს... 

10. 2002 წლის მოვლენების გამოყენება შევარდნაძემაც სცადა. ფიქრობდა, თარგამაძე გავუშვი, კიდევ მაქვს შანსი ოდნავ სახეცვლილმა შევინარჩუნო ხელისუფლებაო, თუმცა, როგორც უკვე იცით, არ გამოუვიდა. არც ივანიშვილს გამოუვა. არ არსებობს კომბინაცია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს სახეს და ხელისუფლებას შეუნარჩუნებს, თუნდაც ეს მოშემ ირიბად ათქმევინოს პირს, რომელსაც ახალგაზრდებისთვის თვალების ამოთხრა დასჭირდა იმისათვის რომ "აზრზე მოსულიყო".



კომენტარები

მსგავსი სიახლეები