0 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა უნდა იცოდეს ქალმა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, რათა მოსალოდნელი დაავადებები თავიდან აიცილოს?

ქალებს ძალიან უყვართ საკუთარ თავზე ზრუნვა - ეს ერთგვარი თერაპიაცაა მათთვის, რადგან ლამაზი სამოსი, ტრენდული მაკიაჟი და ვარცხნილობა კარგი იმიჯის გარდა დადებითი განწყობის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, პროცენტულად არც თუ ისე დიდი ნაწილი აქცევს ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას, რეპროდუქციულ ორგანოებს, რომლის კონტროლიც ყველა ჯანმრთელ ორგანიზმსაც წელიწადში ერთხელ მაინც სჭირდება.

თუ რა ტიპის დაავადებები შეიძლება განვითარდეს ქალის ორგანიზმში, როგორ შეიძლება პრევენციულ ზომებს მივმართოთ და პრობლემების გადაჭრისთვის საუკეთესო გზა გამოვძებნოთ, ამის შესახებ გვესაუბრება კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ მთავარი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი ლიანა ქორიძე, რომელსაც 15 წლიანი სამედიცინო მოღვაწეობის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებთან ჰქონია შეხება:

რა ასაკიდან უნდა მიმართოს ქალმა გინეკოლოგსრათა თავიდან აიცილოს სხვადასხვა ქალურიდაავადების ყველა გამომწვევი მიზეზი?

- პირველად გოგონამ 15-16 წლის ასაკში უნდა მიმართოს გინეკოლოგს ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. 30 წლამდე ქალბატონებისთვის, რომლებსაც არაფერი აწუხებთ და სქესობრივი ცოვრება დაწყებული აქვთ, წელიწადში ერთხელ გინეკოლოგთან ვიზიტი და კლინიკო-გინეკოლოგიური კვლევების ჩატარება საკმარისია პროფილაქტიკური მიზნით. 30 წელს ზემოთ კი გამოკვლევების ჩატარება წელიწადში ორჯერ უნდა მოხდეს.

რა ტიპის დაავადებები არის გავრცელებული და ყველაზე ხშირად რომელი ჩივილებით გაკითხავენქალბატონები?

- პროფილაქტიკური გასინჯვა, კონსულტირება და ინფორმირება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. უნაყოფობისა და მასთან ასოცირებული რეპროდუქციული პათოლოგიების მკურნალობის შედეგად მიღებული ორსულობის შემთხვევაში ანტენატალური მეთვალყურეობა.

რა ტიპის მკურნალობა რდება ჯანმრთელობის სახლში და რა პრევენციული ზომების გატარებააშესაძლებელირათა ყველაზე გავრცელებული დაავადებები არ განვითარდეს?

- ჯანმრთელობის სახლში ხდება სვადასხვა დაავადებებისა და პათოლოგიების როგორც პრევენცია და მკურნალობა, ისე რეპროდუქციული პროგნოზი შემდეგი დიაგნოზის დროს:

1. უნაყოფობის ყველა ფორმა (ენდოკრინული, ანოვულაციასთან ასოცირებული, ტუბოპერიტონეალური, იმუნოლოგიური, მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში პარტნიორის სიტუაციური მართვა);

2. რეპროდუქციული დანაკარგები - ორსულობის ჩვეული შეწყვეტა;

3. შარდსასქესო ინფექციები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებები;

4. მენსტრუალური ციკლის ყველა სახის დარღევევა (გაიშვიათებული ან ხშირი ციკლი, პირველადი ან მეორადი ამენორეა ანუ მესტრუაციის არარსებობა), ოვულაციური დარღვევები, ლუთეინური უკმარისობა, დისფუნქციური სისხლდენა საშვილოსნოდან, შემცირებული (ჰიპომენორეა) ან ჭარბი რაოდენობის მენსტრუალური სისხლდანაკარგი, მტკივნეული მენსტრუაცია;

5. სისხლდენა საშვილოსნოდან;

6. ჰიპერანდროგენული მდგომარეობები, ანდროგენიზაცია და ასოცირებული ესთეტიკური პრობლემები (საკვერცხეების პოლიკისტოზი, ადრენოგენიტალური სინდრომი და სხვა), ჭარბთმიანობა სახესა და სხეულზე, აკნე (ჰორმონალური გამონაყარი), კანის ცხიმიანობის მატება (სებორეული დერმატიტი), სიმსუქნე, კანის პიგმენტური ცვლილებები;

7. გინეკოლოგიური ენდოკრინოპათიები - ჰიპოტალამური სინდრომი, მეტაბოლური დარღვევები, ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომი, ანდრენოგენიტალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი, რეზიზსტენტული საკვერცხეების სინდრომი, პოსტკასტრაციული სინდრომი, ჰიპოესტროგენული მდგომარეობები;

8. საშვილოსნოს ფიბროიდები;

9. საკვერცხეების სხვადასხვა გენეზის ცისტა;

10. გენიტალური ენდომეტრიოზი;

11. პრემენსტრუაციული სინდრომი;

12. სექსუალური დარღვევები;

13. პრე-მენოპაუზის მართვა;

14. ჰიპოესტროგენული მდგომარეობისას განვითარებული ოსტეოპოროზის მკურნალობა და სხვ.

რა ტიპის კვლევები ტარდება „ჯანმრთელობის სახლში“, რათა მნიშვნელოვანი პრობლემების აღმოფხვრა გახდეს შესაძლებელი?

- საშვილოსნოს ყელის სრულფასოვანი კვლევისთვის საჭიროა ყელის ლორწოვანი ნაცხის ციტოლოგიური კვლევა, ანუ პაპ-ტესტი. ასევე ყელის მიკროსკოპული დათვალიერება - კოლპოსკოპია და მაღალი რისკის პაპილომა ვირუსის ტიპირების ტესტიც. კვლევის ამ მეთოდებით ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოსწინა მდგომარეობის ადრეული აღმოჩენა, ხოლო გამოვლენილი პათოლოგიის სწორი მართვა და დროული მკურნალობა თითქმის ყველა შემთხვევაში აგვაცილებს თავიდან საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას.

პროფილაქტიკა:

1. დისპლაზიების დროული დიაგნოსტიკა (პაპ-ტესტი, კოლპოსკოპია, HR-HPV დნმ - ტესტი);

2. ჰორმონულ-მეტაბოლური სტატუსის აღდგენა;

3. დისბიოცენოზის მკურნალობა;

4. ეთიოტროპული (ინფექციების) თერაპია;

- უკვე განვითარებული დაზიანებების დროული მკურნალობა. 

რამდენი ხანიარაც მედიცინის სფეროში მოღვაწეობთ და ამ დროის განმავლობაში პაციენტთანდაკავშირებული რომელი უცნაური შემთხვევა გახსენდებათ?

- მედიცინის სფეროში 15 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, უცნაურის ვერ დავარქმევ, მაგრამ საინტერესო შემთხვევები ბევრი შემხვედრია. რაც ყველაზე მთავარია, პაციენტებს აქვთ ერთი მთავარი პრობლემა - გარკვეული პრობლემების დაწყებისას არ აკითხავენ ექიმს, სანამ ჩივილები უფრო პერმანენტულ სახეს არ მიიღებს. აუცილებელია, რომ ყველას ესმოდეს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დროულად დაწყებულ მკურნალობას, რათა უფრო დიდი პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდნენ.

შემოგვიერთდით ფეისბუქზე https://www.facebook.com/hhealthhouse/

ტელ: ( 995 32 ) 2 77 19 06; 2 77 19 07

მის: წინანდლის ქ. 9

კომენტარები

მსგავსი სიახლეები