0 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს 7-ჯერ ესროლეს - ნოდარ ვაშაკიძის მეგობრები დახმარებას ითხოვენ

გერმანიაში, სავარაუდოდ ქალაქ ლაიფციგში ერთერთი საავადმყოფოს ემერჯენსიში მოხვდა საქართველოს მოქალაქე, 1981 წლის 7 აპრილს დაბადებული, ნოდარ ვაშაკიძე.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი2-ს მისმა მეგობრებმა მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, დაჭრილი ნოდარ ვაშაკიძე უმძიმეს მდგომარეობაშია. მას ცეცხლსასროლი იარაღით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული. მათ შორის ერთ-ერთი თავში. 

დაჭრილის მეგობრები დახმარებას ითხოვენ, რადგან ისინი დაჭრილის ოჯახის და ახლობლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.   

"მივმართავთ მაყურებელს, ან ნებისმიერს, ვინც ლაიფციგშია და შეუძლია, იპოვოს ნოდარ ვაშაკიძე. უცნობია ისიც, თუ რომელ საავადმყოფოშია ნოდარ ვაშაკიძე გადაყვანილი. ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვების შესახებ გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: +995 599 569988," -  ნათქვამია მათ ინფორმაციაში.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები