0 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დედას უნდა შეეძლოს საკუთარი სიცოცხლის შვილისთვის დათმობა!"- რას წერენ ცნობილი ქართველები

წუხელ მაია ასათიანის შვილი ნუცა მახვილაძე მენინგიტის დიაგნოზით გარდაიცვალა. ჟურნალისტს მთელი საქართველო უსამძიმრებს, არ წყდება კომენტარები სოციალურ ქსელში. აი, რას წერენ მაიას კოლეგები და ცნობილი ქართველები.

"ვუთანაგრძნობ მაიკოს შვილის გარდაცვალებას.ღმერთმა ნათელში ამყოფოს. შვილის დაკარგვა ყველაზე რთული მომენტია ცხოვრებაში. მაგრამ მაი უნდა გამაგრდე ღმერთმა გამძლეობა მოგცეს,"-ლელა წურწუმია.

"ბოლომდე სასწაულის იმედი მქონდა!"- ნინო შუბლაძე.

"დედას უნდა შეეძლოს საკუთარი სიცოცხლის შვილისთვის დათმობა!ნაცრისფერი და ცარიელია სამყარო შენი ციმციმა თვალების, სიკეთით, სიყვარულით და სიცოცხლით სავსე გულის, შენი ერთგულების, მუდამ მომღიმარი სახის, შენი საინტერესო იდეების, შენი ცქრიალა ხმის გარეშე... როგორ უნდა იცხოვრონ შენმა მშობლებმა, ნუცა?! როგორ უნდა ვანუგეშოთ ჩვენ?! რატომ თენდება ასეთი დილა?! რამხელა ტკივილი ხარ, შვილო,"-რუსუდან ცხომელიძე.

"განადგურებული ვარ((("- ხათუნა ჟორდანია.

"როცა სულისშემძვრელი ტრაგედია ხდება, ხომ ყველას სტკივდება სისხლი, ვისაც საერთოდ აქვს სისხლი და ადამიანია. ხომ ყველა ვგრძნობთ ამ დროს, თითოეული ჩვენგანი როგორი ახლობლები ვართ სინამდვილეში? ხოდა რატომ იფლანგება ამდენი უძვირფასესი წუთი, დღე, წელიწადი სიყვარულის ნაცვლად სიძულვილში? ღმერთმა აშოროს ყველას ასეთი საშინელი ტკივილი. გადატანის ძალა მისცეს მაია ასათიანს,"- ნათია ფანჯიკიძე.

"მშობლებს შვილები არ უნდა უკვდებოდეთ...გავქვავდი..გამძლეობა მაიას..."-ნინო გიროგობიანი.

"როგორი ტკივილია დედისთვის. მინდა ყველას შვილი ჯანმრთელი ჰყავდეს !!!!!"- ლიკუნა მეტრეველი.


"შვილის პირველად დანახვის დღიდან იწყება მშობლის შემზარავი შიში რომელიც, ერთი დღითაც კი არ ნელდება :(( ყველა მშობელი დამეთანხმება თუ რამხელა შიშია ეს !!! ღმერთს ვთხოვ ყველას ჯანმრთელად გვყავდეს შვილები 🙏🙏🙏 ძალიან განადგურებული ვარ და აღარ ვიცი რას ვწერ :(((((( "- მაიკო კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები