1 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ხათუნასთან დაშორების შემდეგ მიყვარდა ქეთა თოფურია" ზურა ხაჩიძის გულახდილი ინტერვიუ

"ხათუნა როცა გავიცანი ძალიან ლამაზი იყო. მასზე უზომოდ ვიყავი შეყვარებული. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო იმ პერიოდში, როცა რუსა მორჩილაძის სიმღერას ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" ნინი ქარსელაძესთან დუეტში ვწერდით. ეს დუეტი წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და არაერთი ჯილდოც ხვდა წილად. ნინი 8 წლის იყო როცა ხათუნა შემიყვარდა.

 

ურთიერთობის დროს ბევრჯერ დავშორდით ერთმანეთს, არაერთხელ ვიჩხუბეთ. დაშორების შემდეგ მიყვარდა ქეთა თოფურია, მაგრამ რომ შევრიგდით, მალევე დავქორწინდით. მას მერე მოვდივართ ასე ლამაზად ერთმანეთის სიყვარულით.

 

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ცოლი მყავს; ბედნიერი ვარ რომ მისგან ბევრი რამ შევიძინე ჩემთვის სასიკეთო, დიდი გამოცდილება მივიღე; ბედნიერი ვარ, რომ თავის დროზე ჩემი ცხოვრება ხათუნას დავუკავშირე", - ამბობს ხაჩიძე.

 

ჟურნალი "სარკე"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები