1 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ახალი საქმიანი შემოთავაზებები, პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. მეტი დრო დაუთმეთ სახლში კომფორტის, ჰარმონიის შექმნას. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. საღამოს - რომანტიკული პაემანი. 

კურო
ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. განიხილეთ დეტალები. კარგი დღეა ოჯახთან ერთად დასასვენებლად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. 

ტყუპი
წარმატება თქვენ მხარესაა, ძველი პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მეთოდები უნდა გამოიყენოთ. დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან ან მეგობრებთან შეხვედრა გელით. საღამო სუფთა ჰაერზე გაატარეთ. 

კირჩხიბი
სარფიანი ხელშეკრულების გაფორმება და მატერიალური კეთილდღეობა გელით. რთული საკითხების მოგვარებისას დახმარება მეგობრებს, ნათესავებს სთხოვეთ. რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმეთ საყვარელ ადამიანს, მოუწყვეთ რომანტიკული საღამო. 

ლომი
მაქსიმალურად გადადეთ სხვა დროისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ახალი პროექტების განხორციელება. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებზე, საყვარელ ადამიანზე ზრუნვას. 

ქალწული
თუ დაკვირვებულად იმოქმედებთ, საქმეებში შეცდომას არ დაუშვებთ. შეინრჩუნეთ სიმშვიდე. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან; ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. მეტად ივარჯიშეთ, განსაკუთრებით, თუ მჯდომარე სამსახური გაქვთ. 

სასწორი
კარგად შესრულებული საქმე გადაკეთებას არ საჭიროებს - გახსოვდეთ ეს ხვალ. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. 

მორიელი
ნუ გაართულებთ სიტუაციას საქმიან პარტნიორებთან. გათავისუფლდით ყველა უსარგებლო ნივთისგან. მოერიდეთ დაპირებებს. კარგი დღეა საყიდლებისა და ახლობლებთან ურთიერთობისთვის. 

მშვილდოსანი
საქმეები უკვე დაიძრა "მკვდარი წერტილიდან". გამარჯვებამდე ცოტაღა დარჩა. მიიღეთ ვიტამინებით მდიდარი საკვები; ნაკლები კონსერვანტები. ეცადეთ, საქმეების მიუხედავად ყურადღება არ მოაკლოთ საყვარელ ადამიანს. 

თხის რქა 

კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. პარტნიორებთან ერთად ახალი პროექტების განსახილველად. დაიწყეთ აერობიკის, იოგის კურსებზე სიარული. საყვარელ ადამიანს რთული საქმიანობისას მარტოს ნუ მიატოვებთ. 

მერწყული
მარტო მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ნუ ფიქრობთ, გარშემო მყოფების ინტერესებიც გაითვალისწინეთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, კუნთების გამკვრივებაზე. საყვარელ ადამიანთან ერთად განიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. 

თევზები
კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის. დიპლომატიურად მოაგვარეთ რთული საკითხები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს დანაპირები შეუსრულოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები