1 5 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

3 ივნისი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ, ნაჩქარევ გადაწყვეტლებას. მოაგვარეთ მიმდინარე საქმეები, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. 

კურო
შეცდომების, არასწორი გადაწყვეტილებების მიღების დღეა. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. ბიზნესის წამოწყებას, არ დააბანდოთ ფული, თუ პროექტი მართალა საინტერესოა, ორშაბათამდე მოითმინეთ. 

ტყუპი
არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, იმატებს შეცდომის დაშვების ალბათობა. ყველა საქმიანი შეხვედრა ორშაბათს გადაიტანეთ. საღამოს შინ ნუ გაჩერდებით, შეხვდით მეგობრებს ან რომანტიკული შეხვედრა მოაწყვეთ. 

კირჩხიბი
სხვა დღისთვის გადადეთ ყველა საქმის დაწყება, შეხვედრები და მოლაპარაკებები. მოერიდეთ ფულის ვალში აღებას ან გასესხებას. საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

ლომი
დღეს არ იფიქროთ ვალდებულებებსა და საქმეებზე. დაისვენეთ, გამოიძინეთ. საღამოს მოაწყვეთ წვეულება ან ეწვიეთ ღამის კლუბს. მხიარული გარემო და მუსიკა განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

ქალწული
დღეს დაწყებული არც ერთი საქმე წარმატებას არ მოგიტანთ, პირიქით, შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომებიც დაუშვათ. ასე, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, შეხვედრა ორშაბათისთვის გადაიტანეთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სკვერში გაისეირნეთ, რომანტიკული პაემანი მოაწყვეთ. 

სასწორი
დღეს გადაწყვეტილებების მიღება ჩვეულებრივზე უფრო მეტად გაგიჭირდებათ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. არ აიღოთ ვალი და არ გაასესხოთ ფული. დაისვენეთ და მომავალი კვირის გეგმა ჩამოწერეთ. 

მორიელი
პარასკევს დასვენების დღე გამოაცხადეთ. არ დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრები, მივლინება. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება. საღამოს განწყობას გაგიუმჯობეებთ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან შეხვედრა. 

მშვილდოსანი
პარასკვები ილუზიების დღეა და გაფრთხილდით, შეცდომები არ დაუშვათ; არ დაკარგოთ ავტორიტეტი გარშემო მყოფებში. საღამოს მეგობრებთან ერთად ღამის კლუბს ან კარაოკეს ესტუმრეთ. 

თხის რქა

არ დაუჯეროთ ადამიანებს, თუნდაც ძველ ნაცნობებს, რომლებიც "ოქროს მთებს" გპირდებიან. თუ პროექტი საინტერესო მოგეჩვენებათ, მისი განხილვა ორშაბათისთვის გადადეთ. მანამდე კი დაისვენებთ და ყველაფერს კარგად გაანალიზებთ. 

მერწყული
დილიდანვე გამოაცხადეთ დასვენების დღე. ყველა საქმე და გადაწყვეტილება ორშაბათისთვის გადადეთ. საღამოს კარგია მეგობრებთან ერთად გართობა ან შოპინგი. 

თევზები
გაფრთხილდით, რათა არავინ მოგატყუოთ. არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ყველა საქმე ორშაბათამდე გადადეთ. საღამოს საყვარელი ადამიანი სიურპრიზით, საჩუქრით გაანებივრეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები