1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიმიტრი მედვედევი - თუ რუსეთი გამარჯვების მიღწევის გარეშე შეწყვეტს თავის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რუსეთი არ იქნება, ის დაიშლება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ პუტინი უკრაინაში ომს წააგებს, რუსეთი დაიშლება და ის არსებობას შეწყვეტს.

ინფორმაციას უკრაინული მედია მედვედევის Telegram არხზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა.

„თუ რუსეთი გამარჯვების მიღწევის გარეშე შეწყვეტს თავის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რუსეთი არ იქნება, ის დაიშლება, - აღნიშნა მედვედევმა.

ამასთან, როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, უკრაინაში ომი სავარაუდოდ, დასრულდება „თუ შეერთებული შტატები კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს“.

მედვედევმა ბაიდენის მიერ გუშინ რუსებისადმი გაკეთებულ განცხადებას, რომ აშშ არ აპირებდა და არ აპირებს რუსეთზე თავდასხმას, „უპატიოსნო და უაზრო" უწოდა.

გარდა ამისა, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა თეთრი სახლის ლიდერის, ჯო ბაიდენის მისამართით გამოიყენა ფრაზები: „მოხუცებულობის დემენცია“ და „უცნაური, დაბნეული გარეგნობის მოხუცი, რომელიც პოლონეთიდან საუბრობს“. ამასთან, მედვედევმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის „მტრული სახელმწიფო, რომელიც რუსეთის მიმართ სიძულვილს ასხივებს“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები