1 6 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს

   მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. რუსული  საინფორმაციო საშულებები ინფორმაციას რადას რადიკალური პარტიის დეპუტატის იგორ მოსიუჩუკის "ფეისბუქ" სტატუსზე დაყრდნობით ავრცელებენ. 

 უკრაინის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურში დაადასტურეს, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა.ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საიმიგრაციო სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით წერს, თუმცა  ოფიციალური კომენტარი  ჯერ არ გაკეთებულა. 

კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა არც "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში აცხადებენ, რომ ოფიციალური ინფორმაცია არც მათ აქვთ და სიტუაციაში ერკვევიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები