1 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ABBA უცნობი სიმღერის ჩანაწერს გამოაქვეყნებს

ჩამოტვირთვა

პოპულარული შვედური პოპ-ჯგუფი "აბბა" თავის უცნობი სიმღერის ჩანაწერის გამოქვეყნებას აპირებს. სიმღერა - "მოციმციმე ვარსკვლავები მფრინავი ანგელოზისკენ" მაშინ დაიწერა, როცა ჯგუფი წარმატების მწვერვალზე იყო. როგორც "აბბას" წევრები იხსენებენ, სიმღერა მსმენელის წინაშე არასოდეს შეუსრულებიათ და არც ფირფიტაზე ჩაუწერიათ. ჯგუფის არქივში ნაპოვნი კომპოზიცია "აბბას" ალბომს "Visitors"-ს ბონუს-ჩანაწერად დაემატება და აპრილიდან გაიყიდება. ალბომი Visitors პირველად 1981 წელს, ჯგუფის დაშლამდე ერთი წლით ადრე გამოვიდა. ამჯერად ის ლუქს-გამოცემის ფორმატში ხელმეორედ მზადდება და კომპლექსში ბონუს-ჩანაწერის გარდა, ვიდეო-დისკიც მოყვება. დისკზე "აბბას" წარმატებული პერიოდის ამსახველი ვიდეოარქივის უცნობი ჩანაწერები შევიდა. "აბბას" წევრებმა - აგნეტ ფელტსკოგმა, ბიორნ ალვეუსმა, ბენი ანდერსონმა და ანი-ფრიდ ლინგსტადმა პოპულარობა 1974 წელს მოიპოვეს, როცა ევროვიზიის კონკურსზე გაიმარჯვეს. ჯგუფი 1982 წელს დაიშალა. არსებობის განმავლობაში "აბბამ" 300 მლნ ფირფიტა გაყიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები