0 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა და ჩვენ ამაყად, თავაწეულნი შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში"- ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოვიდა. ივანიშვილის თქმით,სწორედ „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია წარსულის შთამბეჭდავი მიღწევები და მსოფლიო სავალუტო ფონდის ის სამომავლო პროგნოზი, რომლის თანახმადაც, ათწლიანი ზრდის სამი მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია!

„ეს იმას ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით და ჩვენ ამაყად, თავაწეულნი შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში.

რაც ყველაზე მთავარია, ამ პროგრესის მთავარი წინაპირობა გახლავთ ის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ერთადერთ პოლიტიკურ ძალად საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც კი, რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, ქვეყანას ასე სანუკვარი რამ - 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა!

ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამალვას, დამახინჯებას და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა ქართველი ხალხი ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები