0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი უკრაინელი ჯარისკაცისთვის თავის მოკვეთის ვიდეოზე - ეს შემზარავი კადრებია, მაგრამ "ფეიკების" სამყაროში უნდა შემოწმდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა

კრემლში უკრაინელი ჯარისკაცისთვის თავის მოკვეთის ამსახველ ვიდეოკადრებს გამოეხმაურნენ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, საჭიროა ამ ვიდეოს ავთენტურობის დადგენა და ამის შემდეგ შეიძლება გახდეს შემოწმების საგანი, სად მოხდა ეს და ვისი მხრიდან.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორია კრემლის რეაქცია აღნიშნულ ვიდეოზე, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ცალსახად ეს შემზარავი კადრებია.

"ცალსახად, ეს შემზარავი კადრებია და თავდაპირველად საჭიროა მისი ავთენტურობის შემოწმება. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ შემოწმდეს ასეა ეს თუ არაა ასე, ჰქონდა თუ არა ამას ადგილი. თუ ამას ადგილი ჰქონდა, მაშინ სად და ვისი მხრიდან“, - განაცხადა პესკოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ფეიკების" სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, უნდა შემოწმდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები