საზოგადოება
ძლიერი შეჯახება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟსა და მსუბუქ ავტომობილს შორის - ავარია სალოსზე
2022-11-28 18:29:10
თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთმანეთს შეჯახებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომობილი.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა და სამივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს
კომენტარები