საზოგადოება
სასამართლომ ნიკა მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
2021-05-10 16:38:57
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.
ის საპატიმროს სულ მალე დატოვებს.
კომენტარები