1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თუ ვინმეს არ აწყობს მოსახლეობის მისვლა, არჩევნებზე ეს არის „ქართული ოცნება“

„პრემიერ-მინისტრი, ერთი მხრივ, ამბობს, რომ არ გადაიდება არჩევნები. მეორე მხრივ, ქმნის მორიგ პანიკას, რომ იქნება ინფიცირების მზარდი რაოდენობა. ადამიანები ამ განცხადებამ, შესაძლოა, დააფრთხოს და არ მივიდნენ არჩევნებზე”, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

31 ოქტომბერს არჩევნებზე ადამიანების მაქსიმალური მონაწილეობა არის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი და შესაძლებლობა, გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან,  რომელშიც  „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. 15 დღეში ქვეყანამ უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც დინამიური ცვლილებების შესაძლებლობას მოგვცემს.

ბადრი ჯაფარიძემ,  ასევე, ისაუბრა არსებულ ეპიდსიტუაციაზე და აღნიშნა, რომ ახლა ნებისმიერი შეზღუდვა იქნება ეკონომიკის დამანგრეველი.

„ჩვენი პოზიცია არის ნათელი - მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი უუნარობა და არაპროფესიონალიზმი პანდემიასთან გამკლავების პროცესში, როდესაც  სრულიად არაადეკვატურად,  კოვიდის 15-20 შემთხვევის დროს, შემოიღო დრაკონული ზომები და უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას.  ახლა,  როდესაც გვაქვს 900 შემთხვევა, ნებისმიერი შეზღუდვა იქნება ეკონომიკის სრული კრახი.

ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არ გადაიდება არჩევნები.  მეორე მხრივ, ამბობს, რომ იქნება ინფიცირების მზარდი რაოდენობა. ადამიანები ამ განცხადებამ შესაძლოა დააფრთხოს და ისინი არ მივიდნენ არჩევნებზე. ახლა მთავარია,  ჩვენს მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ყველანი უნდა მოვიდეთ 31 ოქტომბერს არჩევნებზე. აუცილებელია, ყველა რეკომენდაცია იყოს  გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში დაინფიცირების რისკი  მინუმამდე იქნება დაყვანილი. მთავარია გვესმოდეს, რომ თუ ვინმეს არ აწყობს მოსახლეობის მისვლა არჩევნებზე ეს არის „ქართული ოცნება“, მისი სპიკერები და ლიდერები. ნათელია, რომ მოსახლეობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს -  „ქართული ოცნება” დამარცხდება. მთავარი არის ის, რომ არ დაშინდეს მოსახლეობა პრემიერ-მინისტრის იმ  ტიპის განცხადებებით, რომ იქნება მზარდი შემთხვევები და ამ დროს ჩვენ არ გადავდებთ არჩევნებს. ჩვენ ამას მაქსიმალურად უნდა  დავუპირისპიროთ სიფრთხილე. დავიცვათ ყველა ის აუცილებელი  ზომა, რომელსაც ჩვენ მედიკოსები გვეუბნებიან იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს ადამიანების უსაფრთხოება. 31 ოქტომბერს ყველანი უნდა გამოვცხადდეთ არჩევნებზე, რომ ჩვენ დავიწყოთ იმ ვარდნის შეჩერება, რომელშიც შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...