1 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები, თავიდანვე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა" - ვინ იყო კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი?

 ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

„დღეს, დილის 8 საათზე ჩვენთან გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 აგვისტოს, ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები, თავიდანვე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილოვანი თრემბოემბოლია, მისი მდგომარეობა კორონავირუსის მხრივ გაუმჯობესდა, იმიტომ რომ უკვე 3 და 4 სექტემებრს უარყოფითი იყო ორჯერადი დატესტვით, შემდეგ 11 სექტემბერსაც იყო უარყოფითი. მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და დილით 8 სააათზე გარდაიცვალა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები