1 5 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არა მონობას საქართველო მომავალი თაობისაა"- "ლელო საქართველოსთვის"

“არა მონობას, საქართველო ჩვენია“,- ამ სახელწოდებით „ლელოს“ ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის ახალგაზრდებმა  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართეს.

აქციის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი  მიზანი იყო, რომ  დასრულდეს ქვეყანაში ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა და  ხალხის დაშინება.

„ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის განცხადებით, საჩხერელ ხალხს ეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირების. სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მხარდამჭერებმა შეწყვიტონ ხალხის დაშინება.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს ფაქტობრივი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და მოვითხოვთ, რომ მან, მისმა პარტიამ და მხარდამჭერებმა შეწყვიტონ ხალხის დაშინება. საჩხერელ ხალხს ეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირების. ჩვენ, „ლელო საქართველოსთვის“ ახალგაზრდები ვიბრძოლებთ, ვიდრე არ დასრულდება ეს უმსგავსობა და არ გავუშვებთ „ქართულ ოცნებას“ წარსულში. ივანიშვილმა და მისმა ხელის ბიჭებმა უნდა გაიაზრონ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ახალგაზრდების, რომლებიც 21-ე საუკუნეში მონობას და ჩაგვრას არ შეეგუებიან. მოვუწოდებთ თითოეულ ახალგაზრდას, ნუ შეშინდებით, შემოგვიერთდით და ხმამაღლა ისაუბრეთ თქვენს პრობლემებზე. ეს ქვეყანა ჩვენია“,- განაცხადა ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა.

აქციის მონაწილეებმა ასევე აქტიურად ისაუბრეს იმ დარღვევებზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონში შეინიშნება.  კონკრეტულად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აგიტატორები აქტიურად ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით იმ ადამიანებს, ვინც განსხვავებულ აზრს აფიქსირებს. სოციალური დახმარება კი ბევრი ადამიანისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები