1 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სპორტი პოლიტიკის გარეშე - “ლელომ” აქცია გამართა

დღეს „ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ აქცია გამართა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების 2021 წელს გადადება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

ბუაძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნა ადასტურებს „ქართული ოცნების“ არაჯანსაღ ინტერესს სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტისა და სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას.

“ლოგიკური იქნება, თუ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები გაიმართება 2021 წლის ოლიმპიადის შემდეგ. აღნიშნული ყრილობა ეწინააღმდეგება პანდემიასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 16 ივლისს გაცემულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებს ეთხოვათ, გადადონ დაგეგმილი და რიგგარეშე ყრილობები. დღეს ყრილობა მიმდინარეობს უსამართლოდ და ყოველგვარი წესების დარღვევით, ამ  დროს კი “ქართული ოცნების“ სახელით ლერი ხაბელოვი, სიის გარეშე დარჩენილი ადამიანი, აგრძელებს სპორტული ორგანიზაციების მისაკუთრებას და ოლიმპიური კომიტეტის წესდების დარღვევით გეგმავს, რომ მესამე ვადით შეინარჩუნოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობა და გააგრძელოს ის კორუფციული საქმიანობა, რომლითაც მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა. მისი კორუფციული საქმიანობა ცნობილია, მან ერთ-ერთი სპორტული ფედერაციის მეშვეობით, საკუთარ სასტუმროს 1,6 მლნ. ლარი გადაურიცხა. ეს არის ცალსახა და დადასტურებული მიტაცება ჩვენი ბიუჯეტის რესურსის. სპორტი უნდა იყოს პოლიტიკისგან თავისუფალი,”- განაცხადა საბა ბუაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები