1 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის მიწოდების პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ" - განათლების მინისტრის მოადგილე

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

 „სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელებისთვის კომპიუტერების მიწოდება. სკოლები დააორგანიზებენ კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის მიწოდების პროცესს. გარდა ამისა, ზაფხულის განმავლობაში პანდემიის გამო სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა პროექტ „ტელესკოლაზე“ და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხრილის მიხედვით პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით უკვე არის ჩაწერილი გაკვეთილები. ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის გაკვეთილები არის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის სახით პრობრამა გავა „პირველი არხი - განათლება“ „ტელესკოლის“ ფარგლებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები