1 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ნიჭიერის“ რეიტინგი საჯარო დაპირისპირების მიზეზად იქცა..

   „ნიჭიერის“ რეიტინგი   საჯარო დაპირისპირების მიზეზად იქცა. გუშინ „ნიჭიერი“ „იმედის“ ეთერში პირველად გავიდა.  ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში  დაწერა, რომ ტელე-შოუს არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა.

„ნიჭიერმა არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი რეიტინგი იმიტომ კი არ დაწერა, რომ სტაფში რამე შეიცვალა, რამე ვერ გააკეთეს, რამე დააკლეს. დაწერა იმიტომ რომ ეს შოუ იყო რუსთავი 2. ლოგო ამ არხის. მისი ორგანული ნაწილი. ამიტომ ძალიან დიდმა ნაწილმა უბრალოდ აღარ უყურა სხვა არხზე გადაცემას.

მე მიყვარს „ნიჭიერი“. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძვირფასი ნაწილია, მაგრამ ვერანაირ წარმატებას ვერ ვუსურვებ სხვაგან. არ მიყვარს მოგონილი სოლიდარობა.

რაც არ უნდა გააკეთო რუსთავი 2-ზე ბრჭყვიალებს, და რთულია ამ შედეგის მიღება სხვაგან. ამის მეტი რა ვიცი. ბედნიერი დღე ყველას და გახსენებთ, ხვალ ნანუკას შოუა:)“

როგორც „ნიჭიერის“ გუნდი ამბობს, ტელეშოუმ რეიტინგი მოხსნა და რეკორდული შედეგი აჩვენა ყველა მთვევლის მიხედვით.

   „ნიჭიერის“  გუშინდელ გადაცემას  ტელეპროდიუსერი გიორგი ხაბურზანიაც  ეხმაურება, თუმცა საპირისპირო ინფორმაციით:

„მადლობა „იმედის“ გუნდს იმისთვის, რომ რეკორდულად ცოტა დროში, რეკორდულად მაღალრეიტინგიანი ნიჭიერი დაიდო. რეიტინგის ყველა ოფიციალური დამთვლელით, „ნიჭიერის“ პირველმა სერიამ სატელევიზიო სეზონის რეიტინგის რეკორდი მოხსნა. „ნიჭიერი“ ყველგან „ნიჭიერია“ და ყველგან ნომერი პირველი! Don’t believe, just watch“

ნიკა გვარამია პროექტს ასე ეხმაურება:"ნიჩიერი" - რეიწინგ დვადცატ დვა პრაცენტა. ა მი ნაჩინალი ს ტრიდცატი პიწი, ნაძეჟდა, მოი კომპას ზემნო"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები