0 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, გაბუტულ ახლობლებთან - შესარიგებლად. არ გაუშვათ ხელიდან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი. კარგი დღეა მედიტაციისა და იოგისთვის. 

კურო
ახალი საქმეების დაწებისთვის კარგი დღეა. გამოცდილი მეგობრებისა და პარტნიორების მედი გქონდეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დიდი დაფიქრების შედეგად მიიღეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

ტყუპი
ბიზნესის გასაუმჯობესებლად მეტად გამოიყენეთ ახალი ტექნოლოგიები. თუ საყვარელ ადამიანს თავისუფლებას არ შეუზღუდავთ, სიტუაცია დაგირეგულირდებათ. საღამოს მუშაობით ნუ გადაიტვირთებით, მეტად დაისვენეთ. 

კირჩხიბი
დილის ვარჯიში ენერგიით აგავსებთ. გაერკვიეთ, რა უნდა მოიმოქმედოთ ბიზნესის გასავითარებლად. უმჯობესია, საღამოს შინ დარჩეთ და პასიურად დაისვენოთ. ნუ ენდობით ახალგაცნობილებს. 

ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. მათ მიმართ მეტად მზრუნველი და ყურადღებიანი უნდა იყოთ. არ იზარმაცოთ, გააქტიურდით. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი კიდევ უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთს. 

ქალწული
სამსახურში ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად. სიახლეებს მშვიდად შეხვდით. თუ ჭირვეულობასა და პრინციპებს დაივიწყებთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ. 

სასწორი
მეტად დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა. საღამოს წაიკითხეთ პროფესიული ლიტერატურა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებმა ინტერნეტით მოძებნეთ საბედოები. 

მორიელი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. მათი სურვილისამებრ იმოქმედეთ. ნუ გგონიათ, რომ ძალისხმევის გარეშე რაღაც გამოგივათ. თუ საყვარელ ადამიანთან უსიამოვნება არ გსურთ, ეჭვიანობის სცენებს ნუ გაუმართავთ. 

მშვილდოსანი
თუ დარწმუნებული არ ხართ, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ყური დაუგდეთ უფროსი ნათესავების რჩევებს. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. მეტად დაისვენეთ, გაუფრთხილდით ნერვებს. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ, მისი სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ. 

თხის რქა 
ნუ იქნებით ეგოისტურად განწყობილი. ეცადეთ, ახლობლებს სიურპრიზი მოუწყოთ. მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ მათ მიმართ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, გამოიძინეთ. მოიპოვეთ საყვარელი ადამიანის ნდობა. 

მერწყული
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, უფრო მეტიც, დიდხანს ნუ გაჩერდებით სამსახურში. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. განწყობის ცვალებადობის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ. 

თევზები
სამსახურში აკეთეთ თქვენი საქმე; ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას კოლეგებთან და უფროსთან. გაუფრთხილდით საყვარელი ადამიანის გრძნობებს. კარგია ცურვა, კონტრასტული შხაპის მიღება. აგრეთვე, ექსკურსია, საყვარელი ადგილების მონახულება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები