1 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს! ისე რა, სხვათაშორის კი არა, ძალიან მიყვარს! ძალიან… აღარ მეტევით გულში"

„ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს! ძალიან! ისე რა, სხვათაშორის კი არა, ძალიან მიყვარს! ძალიან… აღარ მეტევით გულში. აურაკარგია!“ – ეს სიტყვები ეკუთვნის მარიამ ქუთელიას,რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს,ტრაგიკულად დაიღუპა. (მარიამის ბლოგი - https://mariamkutelia.wordpress.com/ )

 მარიამ ქუთელიას ბლოგს მისი მეგობრები სოციალურ ქსელში აზიარებენ და გარდაცვლილ მეგობარს იხსენებენ. 
"ივნისის ცამეტს ანგელოზად იქეცი,ჩვენო ანგელოზო, ❤"" 
"მჯერა, რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება იპოვნო ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. მას ეტყვი იმას, რაც ჯერ არავისთვის გითქვამს, ის კი გაითავისებს ყველაფერს და ისევ ენდომება, რომ უფრო და უფრო მეტი გაიგოს.ის არასოდეს შეეხება მტკივნეულად შენს გრძნობებს და არ გაგრძნობინებს, რომ საკმარისად კარგი არ ხარ. იგი შეგავსებს და გაჩვენებს შენს თავს მთელი მისი განსაკუთრებულობითა და მშვენიერებით. არ არსებობს არანაირი სტრესი, დეპრესია და მწუხარება როდესაც ის შენს გვერდითაა და შეგიძლია თამამად იყო ვინც ხარ, იმიტომ რომ მას სწორედ ასეთი უყვარხარ"..ჩემი მარიამი

"შარშან ძალიან დამწყვიტე გული მარიამ" -წერენ მარიამის  მეგობრები სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები