1 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი

საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.  გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განმარტავენ,რომ დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექი. 

ტემპერატურა ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით +18 + 23 გრადუსი იქნება, მთაში +16 +21, მაღალ მთაში +13 +18 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ +18 +23 , მთაში +16 +21, მაღალ მთაში +12 +17 გრადუსია ნავარაუდევი. თბილისში ხვალ უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და წვიმა არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერტურა ღამით +14 დღისით +22 გრადუსი იქნება. 

12 ივნისს დასავლეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოშიც ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, თუმცა საღამოსა და ღამის საათებში ზოგან წვიმაა ნავარაუდევი. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მასშტაბით 13,14 და 15 ივნისს, გამოიდარებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები