1 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ჰით ბათუმი 2016“ „ფოლკლორის დღეებით“ გაიხსნება

Check in Georgia-ს ფარგლებში  „ჰით ბათუმი 2016“ დღეს დაიწყება. ფესტივალი წელსაც „ფოლკლორის დღეებით“ გაიხსნება. დღეს, 6 ივნისს, 19:00 საათზე, ბათუმის კოლონადებთან ზღვისპირა ქალაქელებისა და მათი სტუმრების წინაშე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი" დაუვიწყარი კონცერტით წარსდგება. 
„ფოლკლორის დღეებზე“ ასევე მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, თერჯოლის, ქედის, ზესტაფონის, ლენტეხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტებიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "რუსთავი", აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი". საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული ანსამბლები ქართულ ხალხურ მუსიკას ტურისტებს გააცნობენ და  საინტერესო ნომრებს წარუდგენენ  ფესტივალის დასრულებამდე 102 დღის განმავლობაში.„ უნიკალური ქართული ფოლკლორი  უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი  პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს,”- მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს. “საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცაა „ჰით ბათუმი 2016“  როგორც შარშან, წელსაც სწორედ „ფოლკლორის დღეებით“ იწყება. წელს, ფესტივალს ანსამბლი „ერისიონი“ გახსნის. შარშანდელთან განსხვავებით, ამჯერად, ფოლკლორი ზღვისპირა ქალაქში თითქმის ყოველდღიურად იქნება წარმოდგენილი. 70 დღის განმავლობაში ამავე რაოდენობის კონცერტი გაიმართება და მონაწილეობას  73-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს. „ჰით ბათუმი 2016“  ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.  "ჰით ბათუმი" ბათუმში უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. გასულ წელს ფესტივალი ბათუმის მერიამ დააფინანასა, წელს კი "ჰით ბათუმი" საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით პროექტ Check in Georgia-ს ნაწილი გახდა.  ფესტივალის ფარგლებში, “ფოლკლორის დღეებს“  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოგიდგენთ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები