1 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბრედ პიტის ახალი შეყვარებულის ვინაობა ცნობილია !

    ჰოლივუდის სუპერ წყვილი ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი მუდმივად ყურადღების ცენტრში იყვნენ და არიან. თუმცა ამჯერად საქმე სულ სხვა რამეს ეხება.  სულ ცოტა ხნის წინ  აშშ-ის მედიამ   სენსაციური ამბავი   გამოაქვეყნა  ბრედ პიტის რომანზე ახალგაზრდა მსახიობთან.  

 

    გავრცელებულ  “ცხელ-ცხელ’’  ამბავს ის  ფაქტი უფრო მეტად ამყარებს, რომ მსახიობს ჯოლისთან დიდი ხანია დაშორება უნდა .   ჯოლი  კი მუდმივად ეჭვიანობს და ამის  ნიადაგზე სახლიდან  ბავშვის ძიძაც კი გააგდო, რადგან  ეჩვენებოდა, რომ მის ქმარს ეფლირტავებოდა.  ჯოლის ქმრის ღალატზე გამუდმებული ჭორები, საკუთარი ავადმყოფობა და შემდეგ უკვე ახალი ჭორი დაემატა , გავრცელდა ხმა, რომ   ბრედ პიტს უკანონო შვილი  ნაკლებად ცნობილი მსახიობისგანაც ჰყავს .   

 

    რამდენიმე დღის წინ კი  ბრედ პიტის უკვე ახალი შეყვარებულის  ვინაობაც კი გახდა  ცნობილი  ..  როგორც ჟურნალი   „Star Magazine“ იტყობინება ,    ეს ლამაზმანი ლიზი კაპლანია, რომელიც ბრედმა ფილმის  - „სიჩუმის 5 წამის“ გადაღების დროს გაიცნო, როგორც აღმოჩნა მათ ფილმში  საკმაოდ გულახდილი სცენები აქვთ.. (ლიზი კაპლანი ასევე  სერიალ  ‘’ სექსის ოსტატის“ მთავარი გმირია. )

 

   ცნობისთვის,   ეს არ არის ბრედ პიტის  პირველი  სასიყვარულო ისტორია, მას   ასევე დნმ -ის ტესტის ჩაბარებას როკ მომღერალი Melissa Etheridge  სთხოვს, რომელიც  ამტკიცებს, რომ მისი ტყუპების მამა  სწორედ ის არის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები