1 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი 
საქმეების მიუხედავად ნურც დასვენებას დაივიწყებთ. მოსალოდნელია შეხვედრები და ახალი პროექტების განხილვა. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ისეირნეთ ფეხით. 

კურო
ნეიტრალური დღეა. სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. უმჯობესია, ეს დღე შემოქმედებით საქმიანობას დაუთმოთ. კარგი დღე ელით იმ კუროებს, რომელთა საქმიანობა ტექსტებთან და ფოტოებთანაა კავშირში. 

ტყუპი
მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გმართებთ დაკისრებული მოვალეობების მიმართ. მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურაში მონაწილეობას. სარისკო ქმედებებს. თუ ვიღაც "ოქროს მთებს" გპირდებათ, ღიმილით გაატარეთ. 

კირჩხიბი
დაიწყეთ ვარჯიში, სწორად კვება. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. თუ გვიანობამდე გიწევთ მუშაობა, ძილის წინ ფეხით გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. 

ლომი
მიზანიმიმართული და აქტიური ხართ. სურვილების ასრულებაში ხელს ვერავინ შეგიშლით. მთავარია, გააზრებულად იმოქმედოთ და არავინ დააზარალოთ. საღამო საქმიან პარტნიორებს მეგობრულ გარემოში გაესაუბრეთ და გემრიელობებით გაუმასპინძლდით. 

ქალწული
ფორტუნა აქტიურ და ინიციატივიან ქალწულებს სწყალობს. თუ დაწინაურებაზე, ახალ ავტომობილზე, ბიზნესის გაფართოებაზე ოცნებობთ, საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ. ამასთანავვე, ორშაბათი კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. 

სასწორი
სამსახურში ზედმეტ ვალდებულებას, საქმეებს დაგაკისრებენ. ნუ განაწყენდებით, მეტი სამუშაო შემოსავალს გაგიზრდით, უფროსის თვალში 
ავტორიტეტს აიმაღლებთ. საღამო შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ. მორიელი 
ყველაფერს თავისი დრო აქვს. თუ მოითმენთ, მარტის ბოლოს სასურველს მიიღებთ. საინტერესო იდეები და შემოქმედებითი გეგმები გაგიჩნდებათ. ჩაიწერეთ ყველაფერი, რათა არაფერი გამოგრჩეთ. 

მშვილდოსანი
გადაანაწილეთ დრო სამსახურისა და ოჯახის საქმეებზე. ნურც საკუთარ თავს და დასვენებას დაივიწყებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. წარმატებული დღე ელით შემოქმედებით ნიშნებს. 

თხის რქა
შემოქმედებითი იდეების განხორციელების, ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის დღეა. თუ სტრესული სამსახური ან ცხოვრება გაქვთ, ჩაეწერეთ ფსიქოლოგის კონსულტაციაზე ან იოგაზე. 

მერწყული
უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი. დატვირთული დღე განსაკუთრებით მამაკაც მერწყულებს ელით. დღესვე შეადგინეთ საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების გეგმა კვირის მანძილზე. გამონახეთ დრო დასვენებისთვისაც. 

თევზები
დღეიდან ცვლილებების პერიოდი გეწყებათ. მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან და უფროსთან. აკონტროლეთ ქცევა და სიტყვები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები