1 9 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე - რას აიძულებენ მოწმეებს?

სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა გრძელდება? როგორც ცნობილია, დავით კირკიტაძის ძმა ირაკლი კირკიტაძე კალაძის დაკვეთით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, 239-ე ხულიგნობისა და 151-ე მუქარის მუხლით აქვს წაყენებული. ირაკლი კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

ამჟამად ირკვევა, რომ კირკიტაძის საქმის მოწმეებზე ზეწოლა ხორციელდება. პოლიცია მათ აიძულებს, რომ სასურველი ჩვენება მისცენ. კირკიტაძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გარდაბნის საარჩევნო შტაბის უფროსის, დავით კირკიტაძის ძმა, პროკურატურამ ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა, რათა სახელისუფლო პარტიამ გარდაბნის გამგებელი კახი კალაძის ფავორიტი, გოჩა ჯამარაული გახადოს. 

მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პროვოკაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ირაკლი კირკიტაძის დაპატიმრება სახელისუფლებო დაკვეთა იყო. ამას მმართველ გუნდში უარყოფენ, თუმცა, ფაქტები სხვაზე მეტყველებს. ასეთი ფაქტია მოწმეებზე ზეწოლაც, რისი მეშვეობითაც ხელისუფლება ქვემო ქართლში ძლიერი კონკურენტის ჩამოშორებას ცდილობს.
http://presa.ge/new/?m=politics&AID=41203

მსგავსი სიახლეები