1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში ტომ ჰენკსთან ერთად თამაშობს

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში Bridge of Spies - (ჯაშუშების კავშირი) თამაშობს და საბჭოთა მთავარი გამომძიებლის როლს ასრულებს. დრამატულ თრილერში, რომლის შთაგონების წყარო ნამდვილი ამბებია, ნინიძე ჰოლივუდის დიდი მსახიობის, ტომ ჰენკსის პარტნიორია. 

ჰენკსი ამ ფილმში ჯეიმს დონოვანის როლს თამაშობს. ჰენკსის გმირი ბრუკლინის მკვიდრი ადვოკატი ცივი ომის ეპიცენტრში აღმოჩნდება, როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მას თითქმის შეუძლებელი მისიის შესასრულებლად აგზავნის, მოლაპარაკებები აწარმოოს ამერიკელი U-2 მფრინავების გასათავისუფლებლად. 


სტივენ სპილბერგმა მერაბ ნინიძე ფილმში, Nowhere in Africa (არსად აფრიკაში) ნახა და იმდენად შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცა მისი თამაშით და არტისტული მანერებით, რომ თავის ფილმში სათამაშოდ მიიწვია. 


სპილბერგის ფილმის გადაღებები 2014 წლის 8 სექტემბერს, ნიუ იორკში, ბრუკლინში დაიწყო და პოტსდამში, ბაბელსბერგის სტუდიაში გაგრძელდა. ფილმი 2015 წლის ოქტომბერში გამოვიდა. საქართველოში მისი პრემიერა 2015 წლის 29 დეკმბერს შედგება.

მერაბ ნინიძე პირველად ეკრანზე თენგიზ აბულაძის რეჟისორობით გადაღებულ ფილმში "მონანიება" - გამოჩნდა და მას მერე არაერთ ქართულ ფილმში ითამაშა. საქართველოდან გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი როლი 2001 წელს Nowhere in Africa  (არსად აფრიკაში) შეასრულა. ნამუშევარმა ოსკარი მიიღო, როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა. - See more at: http://guardian.ge/7886-qarthveli-msakhiobi-merab-ninidze-stiven-spilbergis-akhal-filmshi-tom-henksthan-erthad-thamashobs.html#sthash.OYsFu4fQ.VgmCSACn.dpuf
წყარო: guardian.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები