0 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ექსპერტ შოთა ივანიშვილის დასკვნა სრულიად უსუსურია"

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის შოთა ივანაშვილის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე წესით არ უნდა დადგინდეს, რომ ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ში წილები , რომელიც 7 მილიონი ღირდა, 250 000-ად გაასხვისა, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს მოწმე შოთა ივანაშვილის დაკითხვის პარალელურად განუცხადა. 
 
"დასკვნა არ შეესაბამება იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელზეც აპელირებს ექსპერტი. დასკვნაში ის ამბობს, რომ საორიენტაციო ფასი წილებისა არის 1 მილიონი ლარი. კითხვაზე, რას ნიშნავს საორიენტაციო ფასი, ის პასუხს ვერ გვცემს. ასეთი ტერმინი განმარტებული საერთოდ არსად არ არის. ეს ტერმინი მისი გამოგონილია. რას ნიშნავს საორიენტაციო ფასი, წარმოადგენს ეს - პლუს მინუს 100 000-ს, 200 000-ს, 5 ლარს თუ 7 თეთრს, ამაზე ექსპერტს პასუხი არ გააჩნია. ეს დასკვნა არის სრულიად უსაფუძვლო, ის ემყარება ყალბ დოკუმენტს. ძალიან ნათელია რას ემსახურება ეს დასკვნა. დასკვნა მომზადებულია დაჩქარებული წესით ერთ სამუშაო დღეში და ორიენტირებულია მოსარჩელის სასარგებლოდ. დასკვნა თქვენ გააკეთეთ", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები